მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტები არჩევნების გაყალბებისა და პოლიტპატიმრების დაკავების პროტესტის ნიშნად, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-მსვლელობას მოაწყობენ.
"საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი", - ამბობს ორგანიზაციის აქტივისტი, - "საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ".
მოძრაობის წევრებს რამდენიმე თვეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი, მათ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არაერთი აქცია მოაწყვეს და გადაადგილების შეზღუდვაც რამდენჯერმე, მიზანმიმართულად დაარღვიეს.